იურიდიული თარგმანი

იურიდიული თარგმნა და თარგმნა ნოტარიული დამოწმებით

დოკუმენტების თარგმნა ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ, რუსულ და სხვა ენებზე საელჩოში წარსადგენად.

მოწმობების თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება : 16 ლარი/დოკუმენტი.

 

იურიდიული ტექსტები, რომლებიც დაწერილია მშობლიურ ენაზე, ღებულობენ თითქოს და მეორე დიალექტურ აზრს, რაც გამოწვეულია სტანდარტიზირებული საკითხებით და ფორმულირების სიზუსტით. ხშირად იურიდიულ თარგმანს, თარგმნის სპეციფიური სტილის და მისი ტერმინოლოგიის გამო თვლიან ტექნიკური თარგმანის განსაკუთრებულ სახეობად. ჩვენი მთარგმნელობითი კომპანია  ახორციელებს იურიდიული ტექსტების   პროფესიონალურ თარგმნას ევროპული და აღმოსავლური ენებიდან და პირიქით. ჩვენი კომპანია ფლობს ყოველგვარ საშუალებას, და პირველ რიგში საკადრო რესურსებს, რაც ნებისმიერი სირთულის იურიდიული თარგმანის შესრულების აუცილებელი პირობაა. იურიდიული თარგმანების შესასრულებლად ჩვენ ვიწვევთ მაღალკვალიფიციურ მთარგმნელებს და ლინგვისტებს, რომლებიც საკმაოდ კარგად ერკვევიან იურიდიული ტექსტის თემატიკაში.

 

იურიდიული ტექსტის თარგმნისათვის საჭიროა უაღრესად დიდი ოსტატობა. მთარგმნელი საკმაოდ კარგად უნდა  ერკვეოდეს არა მარტო სამართალმცოდნეობაში, არამედ ეკონომიკაში, ისტორიაში და ბევრ სხვა მეცნიერებაში. პროფესიონალი მთარგმნელი ადვილად პოულობს შესატყვის სიტყვებს და პროფესიონალურად იყენებს საჭირო ტერმინებს, მან ასევე დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს ანალოგიური სიტყვების აზრობრივ გამოყენებას მშობლიურ ენაში, სხვაგვარად იურიდიული ტექსტის სტანდარტიზირებული აზრი დაკარგული იქნება.

 

ჩვენი მთარგმნელობითი კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მომსახურებაა სანოტარო თარგმნა. გავრცელებული აზრის შესაბამისად სანოტარო თარგმანი წარმოადგენს ნათარგმნი დოკუმენტის ნოტარიუსის მიერ დამოწმებას. ფაქტიურად კი ნოტარიუსი, რომელიც არ ფლობს უცხო ენებს საჭირო დონეზე, ამოწმებს იმ მთარგმნელის ხელმოწერის სინამდვილეს, რომელმაც შეასრულა დოკუმენტის თარგმანი.  სანოტარო თარგმანი შეიძლება იყოს ნებისმიერი ტექსტი – იურიდიული ან ტექნიკური თარგმანი – აგრეთვე ნებისმიერი ენიდან ნებისმიერ ენაზე – ინგლისურიდან ქართულზე, გერმანულიდან უკრაინულზე და ა.შ.

 

თარგმანის ნოტარიული დამოწმება - ეს არის მომსახურება, რომელიც გაწეული უნდა იყოს სანდო მთარგმნელობითი კომპანიის მიერ, რომლის რეპუტაცია დადასტურებულია შესრულებული სამუშაოს ხარისხით. მხოლოდ ავტორიტეტული კომპანიების მიერ მიწოდებული დოკუმენტები, მიიღება უპირობოდ დასამოწმებლად ნოტარიუსების მიერ. ბუნებრივია, რომ არც ერთი ნოტარიუსი, რომელიც აფასებს თავის სამსახურსა და კეთილ სახელს, არ ისურვებს იმ დოკუმენტის დადასტურებას, რომლის თარგმანის სიზუსტეში იგი დარწმუნებული არ არის. ჩვენი მთარგმნელობითი კომპანია,  შესრულებული თარგმანების ხარისხიდან გამომდინარე, წარმატებით თანამშრომლობს ბევრ ნოტარიუსთან, რადგან ჩვენს მიერ შესრულებული თარგმანების ხარისხი არ იწვევს ეჭვებს. მაშასადამე ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს კლიენტებს სანოტარო თარგმნის მომსახურების პროფესიულ დონეზე შესრულება გონივრულ ვადებში.

 

იურიდიული თარგმანი - ნიშნავს თარგმანს, რომელიც ეხება სამართალმცოდნეობის სფეროს. რადგან სამართალმცოდნეობა წარმოადგენს დარგს, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის პოლიტიკურ-სოციალურ და კულტურულ თავისებურებებთან, იურიდიული თარგმანის შესრულება არც თუ ისე ადვილია. ადეკვატური ინფორმაციის გადმოსაცემად იურიდიული ტექსტის თარგმანი უნდა იყოს შესრულებული განსაკუთრებული სიზუსტით და უნდა იყოს გამოხატული ნათლად და სწორად.

ჩვენ გთავაზობთ

დამატებითი სერვისები

TOP.GE