იურიდიული თარგმანი
იურიდიული თარგმანი – რომლებიც დაწერილია მშობლიურ ენაზე, ხშირად იძენენ უნიკალურ, სპეციფიკურ მნიშვნელობას, რაც გამოწვეულია სტანდარტიზებული ფორმულირებებისა და სამართლებრივი ტერმინოლოგიის სიზუსტის მოთხოვნით. სწორედ ეს ფაქტორი აქცევს იურიდიულ თარგმანს თარგმანის განსაკუთრებულ და კომპლექსურ კატეგორიად.
ჩვენი მომსახურება მოიცავს:
- ხელშეკრულებების თარგმნას: ნებისმიერი ტიპის ხელშეკრულების ზუსტი და სანდო თარგმნა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივ სიზუსტეს.
- წესდების და სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტაციის თარგმნას: კომპანიების წესდებისა და დამფუძნებელი დოკუმენტების სრულყოფილად თარგმნა საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების დაცვით.
- ოქმების, განჩინებების და სასამართლო გადაწყვეტილებების თარგმნას: ოფიციალური სამართლებრივი დოკუმენტების ადეკვატური და სრულყოფილი თარგმნა, რომელიც სრულად შეესაბამება ორიგინალის სამართლებრივ სტილს.
- საგადასახადო, საბაჟო, სამოქალაქო და სხვა სამართლებრივი კოდექსების თარგმნას: სამართლებრივი ტერმინოლოგიის ზუსტი გამოყენებით, სრული შესაბამისობა კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
- ექსპერტიზის დასკვნების თარგმნას: სასამართლო ან დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნების სანდო და ტექნიკურად ზუსტი თარგმნა.
შეკვეთის სპეციფიკის შესაბამისად, ვირჩევთ მთარგმნელებსა და რედაქტორებს, რომელთაც აქვთ შესაბამისი დარგის თარგმნის გამოცდილება. პროფესიონალიზმის, მრავალწლიანი გამოცდილებისა და ხარისხის მკაცრი კონტროლის მეშვეობით, ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ ნებისმიერი სახის კვალიფიციური თარგმანი.
რატომ არის იურიდიული თარგმანი განსაკუთრებული?
იურიდიული თარგმნა მოითხოვს:
- სიღრმისეულ სამართლებრივ ცოდნას,
- ეკონომიკის, ისტორიისა და სხვა მომიჯნავე სფეროების გაერთიანებულ ცოდნას,
- ტერმინოლოგიის სრულყოფილ და სანდო გამოყენებას.
პროფესიონალ მთარგმნელებს შეუძლიათ:
- ადვილად მოძებნონ შესატყვისი ტერმინები ორ ენას შორის,
- პროფესიონალურად გამოიყენონ სამართლებრივი ტერმინოლოგია,
- განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ტექსტში ანალოგიური სიტყვების შინაარსობრივ განსხვავებებს.
ზოგადი განფასება
ფასები
თანხმობა/მინდობილობა
თანხმობის თარგმნა ან მინდობილობის თარგმნა
₾19
1 გვერდი (არაუმეტეს 100 სიტყვა)
✓
ფორმატის შენარჩუნება
✓
საჭიროების შემთხვევაში კომპანიის ბეჭდით დამოწმება/მოთხოვნისამებრ
✓
საჭიროების შემთხვევაში ნოტარიუსის ბეჭდით დამოწმება/მოთხოვნისამებრ
✓
1-2 დღე
ხელშეკრულება
ხელშეკრულების ინგლისურ ენაზე თარგმნა
₾32
1 გვერდი
✓
ფორმატის შენარჩუნება
✓
საჭიროების შემთხვევაში კომპანიის ბეჭდით დამოწმება/მოთხოვნისამებრ
✓
საჭიროების შემთხვევაში ნოტარიუსის ბეჭდით დამოწმება/მოთხოვნისამებრ
✓
2-3 დღე
წესდება/განჩინება/ექსპერტიზა
სამართლებრივი კოდექსების თარგმნა
₾38
1 გვერდი
✓
ფორმატის შენარჩუნება
✓
საჭიროების შემთხვევაში კომპანიის ბეჭდით დამოწმება/მოთხოვნისამებრ
✓
საჭიროების შემთხვევაში ნოტარიუსის ბეჭდით დამოწმება/მოთხოვნისამებრ
✓
3-4 დღე
იურიდიული ტექსტების მთარგმნელთა გუნდი
სწრაფი ორგანიზება
თუ გადაწყვიტეთ ისარგებლოთ ჩვენი იურიდიული თარგმნის სერვისით, გთხოვთ, ფასის დასაზუსტებლად გამოგვიგზავნოთ სათარგმნი მასალები ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე
✓ გადახდის მეთოდები საბანკო გადმორიცხვით ინვოისის საფუძველზე ან ნაღდიანგარიშსწორებით.
მრავალწლიანი გამოცდილება
ჩვენს კომპანიაში აგრეთვე დასაქმებულნი არიან უცხოელი სპეციალისტები, რომელთა მეშვეობით ჩვენ ვახორციელებთ უცხო ენიდან უცხო ენაზე თარგმნას.
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი პროფესიონალი მთარგმნელების გუნდით და მათ მიერ შესრულებული თარგმანის ხარისხით. ისინი წარმოადგენენ ნამდვილ პროფესიონალებს თავიანთ სფეროში.
დამატებითი სერვისი
ნოტარიული დამოწმება სრულდება როგორც უცხო ენიდან ქართულ ენაზე ან პირიქით შესრულებულ თარგმანებზე.
ასევე შესაძლებელია ინგლისურ-გერმანული, რუსულ-ინგლისური, რუსულ- გერმანული პირდაპირი თარგმანების (შუალედური ქართული თარგმანის გარეშე) ნოტარიული დამოწმება.
დარგის სპეციალისტები
იურიდიული დოკუმენტაცია ითარგმნება შესაბამისი განათლების მქონე სპეციალისტის მიერ. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ იურიდიული თარგმანებს არ ვასრულებთ დაჩქარებული რეჟიმით (მაგ.: 200 გვ 1 დღეში), რადგან მსგავსი ტიპის თარგმანები მოითხოვენ ტერმინების და შინაარსის შესაბამისობის მრავალჯერ გადამოწმებას.
იურიდიული თარგმანი
გესაჭიროება კვალიფიციური იურიდიული თარგმანი?
მოგვმართეთ პროფესიონალური მთარგმნელობითი მომსახურებისთვის დღესვე.
იურიდიული თარგმანი