სამედიცინო თარგმანი

სამედიცინო თარგმანი – ჩვენ გთავაზობთ სამედიცინო ტექსტების თარგმნის მომსახურებას, მათ შორის ფარმაცევტული, მედიკო-ბიოლოგიური, ბიოქიმიური და ტექნიკური სამედიცინო ტექსტების თარგმნას. ჩვენ ვასრულებთ ნებისმიერი სირთულის სამედიცინო თარგმანს, სამკურნალო პრეპარატების ინსტრუქციებით დაწყებული სამეცნიერო სტატიებით და კვლევებით დამთავრებული.

 

შეკვეთის სპეციფიკის შესაბამისად, ვირჩევთ მთარგმნელებსა და რედაქტორებს, რომელთაც აქვთ შესაბამისი დარგის თარგმნის გამოცდილება. პროფესიონალიზმის, მრავალწლიანი გამოცდილებისა და ხარისხის მკაცრი კონტროლის მეშვეობით, ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ ნებისმიერი სახის კვალიფიციური თარგმანი.

ჩვენ ვახორციელებთ სამედიცინო თარგმანებს ყველა ძირითადი მიმართულებით, მათ შორის:

  • სამედიცინო დოკუმენტაციის თარგმნა, მათ შორის ცნობები, ეპიკრიზები, ამონაწერები ავადმყოფობის ისტორიიდან, ოპერაციის ოქმები, სპეციალისტების დასკვნები და ანალიზების შედეგები;
  • კლინიკური კვლევების, CPP (ფარმაცევტული პროდუქტების სერტიფიკატების), GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის წესების), შესაბამისობისა და ხარისხის კონტროლის სერტიფიკატების და ლიცენზიების თარგმნა;
  • სამედიცინო აღჭურვილობისა და მოწყობილობების დოკუმენტაციის, ნორმატიული და სტანდარტიზაციის დოკუმენტების თარგმნა;
  • სამეცნიერო სტატიების, რეფერატების, პრეზენტაციების, მეცნიერულ-პოპულარული ლიტერატურის, დისერტაციების, მონოგრაფიების და ცნობარების თარგმნა;
  • დამხმარე სახელმძღვანელოების თარგმნა ექიმებისა და სამედიცინო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის;
  • სამედიცინო, ფარმაციისა და კლინიკური კვლევების სფეროს ვებ-გვერდების თარგმნა.

 

ზოგადი განფასება

ფასები

ცნობები

მარტივი სამედიცინო ცნობები.

₾19

აბზაცი

ფორმატის შენარჩუნება

საჭიროების შემთხვევაში კომპანიის ბეჭდით დამოწმება/მოთხოვნისამებრ

საჭიროების შემთხვევაში ნოტარიუსის ბეჭდით დამოწმება/მოთხოვნისამებრ

1-2 დღე

ფორმა 100

ზოგადი სამედიცინო ტექსტი.

₾25

გვერდი

ფორმატის შენარჩუნება

საჭიროების შემთხვევაში კომპანიის ბეჭდით დამოწმება/მოთხოვნისამებრ

საჭიროების შემთხვევაში ნოტარიუსის ბეჭდით დამოწმება/მოთხოვნისამებრ

2-3 დღე

კვლევები

რთული სამედიცინო ტერმინოლოგია დაავადების მიხედვით.

₾35

გვერდი

ფორმატის შენარჩუნება

საჭიროების შემთხვევაში კომპანიის ბეჭდით დამოწმება/მოთხოვნისამებრ

საჭიროების შემთხვევაში ნოტარიუსის ბეჭდით დამოწმება/მოთხოვნისამებრ

3-4 დღე

 

სამედიცინო მთარგმნელთა გუნდი

სწრაფი ორგანიზება

 

თუ გადაწყვიტეთ ისარგებლოთ ჩვენი სამედიცინო თარგმნის სერვისით, გთხოვთ, ფასის დასაზუსტებლად გამოგვიგზავნოთ სათარგმნი მასალები ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე

გადახდის მეთოდები საბანკო გადმორიცხვით ინვოისის საფუძველზე ან ნაღდიანგარიშსწორებით.

მრავალწლიანი გამოცდილება

ჩვენს კომპანიაში აგრეთვე დასაქმებულნი არიან უცხოელი სპეციალისტები, რომელთა მეშვეობით ჩვენ ვახორციელებთ უცხო ენიდან უცხო ენაზე თარგმნას.

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი პროფესიონალი მთარგმნელების გუნდით და მათ მიერ შესრულებული თარგმანის ხარისხით. ისინი წარმოადგენენ ნამდვილ პროფესიონალებს თავიანთ სფეროში.

სამედიცინო თარგმანი

დამატებითი სერვისი

ნოტარიული დამოწმება სრულდება როგორც უცხო ენიდან ქართულ ენაზე ან პირიქით შესრულებულ თარგმანებზე.

ასევე შესაძლებელია ინგლისურ-გერმანული, რუსულ-ინგლისური, რუსულ- გერმანული პირდაპირი თარგმანების (შუალედური ქართული თარგმანის გარეშე) ნოტარიული დამოწმება.

დარგის სპეციალისტები

სამედიცინო დოკუმენტაცია ითარგმნება შესაბამისი განათლების მქონე სპეციალისტის მიერ. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სამედიცინო თარგმანებს არ ვასრულებთ დაჩქარებული რეჟიმით, რადგან მსგავსი ტიპის თარგმანები მოითხოვენ ტერმინების და შინაარსის შესაბამისობის მრავალჯერ გადამოწმებას..

 

სამედიცინო თარგმანი

გესაჭიროება კვალიფიციური სამედიცინო თარგმანი?

მოგვმართეთ პროფესიონალური მთარგმნელობითი მომსახურებისთვის დღესვე.

სამედიცინო ტექსტის მთარგმნელები