კომპანიის შესახებ

დოკუმენტების თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება

კომპანიის შესახებ

მთარგმნელობითი კომპანია „თრანსლეიტ სერვისი“ დაარსდა 2009 წელს. დაარსების დღიდან ჩვენმა კომპანიამ შეძლო წამყვანი ადგილი დაეკავებინა ქართულ ბაზარზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი პირობაა ჩვენს მომხმარებლებს მივაწოდოთ ხარისხიანად შესრულებული თარგმანები.

ჩვენთან დასაქმებულია როგორც უცხოელი, ასევე ქართველი თარჯიმნები, რომელთა ერთიანი ძალისხმევა მიმართულია ჩვენი კლიენტების კეთილდღეობისკენ.

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი პროფესიონალი მთარგმნელების გუნდით და მათ მიერ შესრულებული თარგმანის ხარისხით. ისინი წარმოადგენენ ნამდვილ პროფესიონალებს თავიანთ სფეროში.

ჩვენს კომპანიაში თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ თარგმანები 60 ენამდე, ნოტარიული დამოწმების სერვისი გვაქვს მხოლოდ ყველაზე მოთხოვნად ძირითად ენებზე,

როგორიცაა ინგლისური, რუსული, გერმანული და ა.შ.

ჩვენს კომპანიაში არიან გამოცდილი თარჯიმნები და მთარგმნელები, რომლებიც სრულად ფლობენ თარგმანის სპეციფიკას.

მათ შეუძლიათ შეასრულონ ნებისმიერი სირთულის თარგმანები: სამედიცინო, იურიდიული, ტექნიკური, ფინანსური,  ბიზნეს თარგმანები და სხვა.

ჩვენი მისია – ჩვენ დაინტერესებული ვართ ხანგრძლივი თანამშრომლობით, რომლის საწინდარიც სრულყოფილად შესრულებული სამუშაოა.

ჩვენი მიზანია დავეხმაროთ კომპანიებს, ორგანიზაციებს და კერძო პირებს ენობრივი ბარიერის გადალახვაში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

პროფესიონალიზმი – ჩვენ მკაცრად ვაკონტროლებთ თარგმანის ხარისხს, რათა ვუზრუნველვყოთ თარგმანის უმაღლესი ხარისხის სტანდარტები.

კონფიდენციალურობა – თქვენი დოკუმენტების კონფიდენციალურობა მკაცრად არის დაცული!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 299-05-77, contact@translateservice.ge