თარგმნა და ნოტარიული დამოწმება

თარგმნა და ნოტარიული დამოწმება

ჩვენთვის მნიშვნელოვანი პირობაა ჩვენს მომხმარებლებს მივაწოდოთ ხარისხიანად შესრულებული თარგმანები. ჩვენთან დასაქმებულია როგორც უცხოელი, ასევე ქართველი თარჯიმნები, რომელთა ერთიანი ძალისხმევა მიმართულია ჩვენი კლიენტების კეთილდღეობისკენ.

ჩვენთან ყველაზე მოთხოვნადი სერვისია: თარგმნა ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, ესპანურ, პოლონურ, სომხურ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე.

მომსახურების მაღალი დონე – არის ჩვენი კომპანიის მთავარი პრინციპი, რომელსაც ჩვენ მკაცრად ვიცავთ და რომლითაც ვამაყობთ.
ჩვენ მზად ვართ გავითვალისწინოთ დამკვეთის ნებისმიერი სურვილი თარგმანის სტილთან და ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით.

ჩვენ გთავაზობთ თარგმანების  ორგვარ დამოწმებას:

ნოტარიული დამოწმება – დოკუმენტს ხელს აწერს შესაბამისი ენის მთარგმნელი, რომლის ხელმოწერის ნამდვილობას ადასტურებს საჯარო ნოტარიუსი. ზოგადად, ნოტარიული დამოწმება აუცილებელია ოფიციალურად გაცემულ საბუთებზე, რომელსაც ახლავს გამცემი ორგანოს ბეჭედი და სათანადო უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, მსგავსი საბუთების მიზნობრიობა ინდივიდუალურია და დაკავშირებულია კონკრეტულ გარემოებებზე. ძირითადად, ეს გახლავთ საზღვარგარეთ სასწავლებლად წარსადგენი დოკუმენტაცია, სხვადასხვა საბუთები, მოწმობები საელჩოსთვის, რომელიც აუცილებელია ვიზის მისაღებად ან ადგილობრივ სახელმწიფო თუ კერწო დაწესებულებებში წარსადგენი საბუთები.

ნოტარიული დამოწმების ღირებულება დამოკიდებულია გვერდების რაოდენობაზე.

ოფიციალური თარგმანი – დოკუმენტს ხელს აწერს შესაბამისი ენის მთარგმნელი, რომლის ხელმოწერის ნამდვილობას ადასტურებს ჩვენი კომპანია, კომპანიის ბეჭდით.

ერთი გვერდის დამოწმება ჩვენი კომპანიის ბეჭდით ღირს – 5 ლარი.

შენიშვნა: კომპანიის ბეჭდით ვადასტურებთ მხოლოდ ჩვენი თარჯიმნების მიერ შესრულებულ თარგმანებს.

გადაწყვიტეთ ისარგებლოთ ჩვენი სერვისით? გთხოვთ ფასის განსაზღვრისთვის, სათარგმნი დოკუმენტაცია გადმოგზავნოთ ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე: contact@translateservice.ge და დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 568005577

თარგმნა და ნოტარიული დამოწმება