სამედიცინო თარგმნა

სამედიცინო თარგმნა  –  ჩვენ გთავაზობთ სამედიცინო ტექსტების თარგმნის მომსახურებას, მათ შორის ფარმაცევტული, მედიკო-ბიოლოგიური, ბიოქიმიური და ტექნიკური სამედიცინო ტექსტების თარგმნას. ჩვენ ვასრულებთ ნებისმიერი სირთულის სამედიცინო თარგმანს, სამკურნალო პრეპარატების ინსტრუქციებით დაწყებული სამეცნიერო სტატიებით და კვლევებით დამთავრებული.

კონკრეტული შეკვეთის სპეციფიკის გათვალისწინებით ჩვენ ვარჩევთ მთარგმნელებსა და რედაქტორებს, რომლებსაც გააჩნიათ მოცემულ დარგში თარგმნის გამოცდილება. პროფესიონალიზმის, მრავალწლიანი გამოცდილებისა და ხარისხის მკაცრი კონტროლის წყალობით ჩვენ შეგვიძლია ვუზრუნველვყოთ ნებისმიერი სახის კვალიფიცირებული თარგმნა.

ჩვენ ვახორციელებთ სამედიცინო თარგმანს ყველა ძირითადი მიმართულებით: სამედიცინო დოკუმენტაციის თარგმნა, მათ შორის ცნობები, ეპიკრიზი, ამონაწერები ავადმყოფობის ისტორიიდან, ოპერაციების ოქმები, სპეციალისტების დასკვნები, ანალიზების შედეგები, აგრეთვე კლინიკური გამოკვლევების, CPP (ფარმაცევტული პროდუქტების სერთიფიკატების), GMP (სამკურნალო საშუალებათა წარმოების ორგანიზებისა და ხარისხის კონტროლის წესები), შესაბამისობის და ხარისხის კონტროლის სერთიფიკატების, ლიცენზიების თარგმნა, სამედიცინო აღჭურვილობის და მოწყობილობების დოკუმენტაციის, ნორმატიული და მასტანდარტიზირებელი დოკუმენტაციის, სამეცნიერო სტატიების, რეფერატების და პრეზენტაციების, მეცნიერულ-პოპულარული ლიტერატურის მედიცინის დარგში, დისერტაციების, მონოგრაფიების, ცნობარების, ექიმებისათვის და სამედიცინო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის დამხმარე სახელმძღვანელოების თარგმნა, მედიცინის, ფარმაციის, კლინიკური გამოკვლევის დარგში ვებ-გვერდების თარგმნა.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ შემდეგი დოკუმენტაციის მთარგმნელობითი მომსახურებას:

  • ფორმა 100 თარგმნა
  • სამედიცინო დასკვნების თარგმნა
  • დიაგნოზების თარგმნა
  • წამლების ინსტრუქციების თარგმნა და დამოწმება ნოტარიულად
  • სამედიცინო სტატიების თარგმნა
  • კვლევების თარგმნა
  • ანალიზების თარგმნა

სამედიცინო თარგმანი სრულდება სხვადასხვა ენების თარჯიმნების მიერ: კვალიფიციური ინგლისური ენის თარჯიმანი, რუსული ენის თარჯიმანი, გერმანული ენის თარჯიმანი, ფრანგული ენის თარჯიმანი, იტალიური ენის თარჯიმანი, ესპანური ენის თარჯიმანი, აზერბაიჯანული ენის თარჯიმანი, თურქული ენის თარჯიმანი და სხვა ენების თარჯიმნები თქვენი მოთხოვნის საფუძველზე. ჩვენს კომპანიაში აგრეთვე დასაქმებულნი არიან უცხოელი სპეციალისტები, რომელთა მეშვეობით ჩვენ ვახორციელებთ უცხო ენიდან უცხო ენაზე თარგმნას. ნოტარიული დამოწმება სრულდება მხოლოდ უცხო ენიდან ქართულ ენაზე ან პირიქით შესრულებულ თარგმანებზე.

თუ თქვენ გადაწყვიტეთ ისარგებლოთ ჩვენი სერვისით – სამედიცინო თარგმნა, გთხოვთ ფასის განსაზღვრისთვის, ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე გადმოაგზავნოთ სათარგმნი მასალები. ფასების განსაზღვრა ხდება ტექსტში არსებული სიმბოლოების მიხედვით.

თქვენ ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენი მომსახურების ოფისს, ფასების და თარგმანის შესრულების ვადების დასადგენად, მისამართი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე, კონტაქტებში.

გადახდის მეთოდები:

საბანკო გადმორიცხვით ინვოისის საფუძველზე ან ნაღდიანგარიშსწორებით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სამედიცინო თარგმანებს არ ვასრულებთ დაჩქარებული რეჟიმით, რადგან მსგავსი ტიპის თარგმანები მოითხოვენ ტერმინების და შინაარსის შესაბამისობის მრავალჯერ გადამოწმებას.