ფინანსური თარგმანი

ფინანსური თარგმანი  – ეს არის ისეთი ტექსტების თარგმნა, რომლებიც მიეკუთვნებიან ეკონომიკურ სფეროს, და მოიცავენ ფინანსურ, სავალუტო, საგადასახადო საკითხებს.

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მომსახურების ისეთ სახეობაზე, როგორიცაა ეკონომიკური ტექსტების თარგმნა, მაღალი მოთხოვნაა ბანკებში, აუდიტორულ-საკონსულტაციო კომპანიებში, უცხოურ ორგანიზაციებში, ფინანსისტთა, პროფესიონალ ბუღალტერთა შორის, რომლებიც მუშაობენ დასავლეთის ანგარიშებზე IFRS, GAAP სტანდარტებით.

სწორედ ამიტომ ხარისხიანი ფინანსური და ეკონომიკური თარგმანი უნდა შესრულდეს მხოლოდ სპეციალისტის მიერ, რომელიც ფლობს გარკვეულ ცოდნას და გააჩნია გამოცდილება ამ დარგში. ასეთი მთარგმნელი უნდა ფლობდეს ეკონომიკურ ტერმინოლოგიას და აგრეთვე უნდა ესმოდეს ამ ტერმინოლოგიის არსი, უნდა ერკვეოდეს ფინანსური სფეროს მრავალ იურიდიულ ასპექტში. ამის გარდა ასეთი სპეციალისტი უნდა ფლობდეს ინფორმაციას სხვადასხვა სახის ფინანსური დოკუმენტაციის ფორმებთან და მისი შედგენის წესებთან დაკავშირებით.

ჩვენ გთავაზობთ, ისარგებლოთ ჩვენი მთარგმნელობითი კომპანიის  მომსახურებით და ჩვენი გამოცდილებით ამ სფეროში. ეკონომიკური ტექსტების სათარგმნად ჩვენ ვიწვევთ მაღალი დონის სპეციალისტებს და მზად ვართ მოგცეთ ჩვენი თარგმანების სიზუსტის, ხარისხისა და შესრულების ოპერატიულობის გარანტია. ფინანსური თარგმანი.

ჩვენ ვახორციელებთ შემდეგი სახის  ფინანსურ და ეკონომიკურ თარგმანს:

  • ბიზნეს-გეგმათა თარგმნა
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის თარგმნა
  • სარეკლამო პროდუქციის თარგმნა
  • სახელშეკრულებო დოკუმენტაციის თარგმნა
  • საბანკო სფეროს ტექსტების თარგმნა
  • ფინანსური ლიტერატურის თარგმნა
  • აუდიტორული დასკვნების თარგმნა