იურიდიული თარგმნა

იურიდიული თარგმნა – იურიდიული თარგმანი და თარგმნა ნოტარიული დამოწმებით

იურიდიული ტექსტები, რომლებიც დაწერილია მშობლიურ ენაზე, ღებულობენ თითქოს და მეორე დიალექტურ აზრს, რაც გამოწვეულია სტანდარტიზებული საკითხებით და ფორმულირების სიზუსტით. ხშირად იურიდიულ თარგმანს, თარგმნის სპეციფიური სტილის და მისი ტერმინოლოგიიდან გამომდინარე, თვლიან თარგმანის განსაკუთრებულ სახეობად.

ჩვენ  ვახორციელებთ იურიდიული ტექსტების თარგმნას ნებისმიერი უცხო ენიდან ქართულ ენაზე ან პირიქით. ჩვენი კომპანია ფლობს ყოველგვარ საშუალებას და პირველ რიგში საკადრო რესურსებს, იმისათვის რომ შეასრულოს იურიდიული თარგმანი სხვა ენებიდანაც. იურიდიული თარგმანების შესასრულებლად, ჩვენ ვიწვევთ მაღალკვალიფიციურ მთარგმნელებს და ლინგვისტებს, რომლებიც საკმაოდ კარგად ერკვევიან იურიდიული ტექსტის თემატიკაში, რაც ნებისმიერი სირთულის იურიდიული თარგმანის შესრულების აუცილებელი პირობაა.

იურიდიული ტექსტის თარგმნისათვის საჭიროა უაღრესად დიდი ოსტატობა. მთარგმნელი საკმაოდ კარგად უნდა  ერკვეოდეს არა მარტო სამართალმცოდნეობაში, არამედ ეკონომიკაში, ისტორიაში და ბევრ სხვა მეცნიერებაში. პროფესიონალი მთარგმნელი ადვილად პოულობს შესატყვის სიტყვებს და პროფესიონალურად იყენებს საჭირო ტერმინებს, მან ასევე დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს ანალოგიური სიტყვების აზრობრივ გამოყენებას მშობლიურ ენაში, სხვაგვარად იურიდიული ტექსტის სტანდარტიზებული აზრი დაკარგული იქნება.

ჩვენი მთარგმნელობითი კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მომსახურებაა იურიდიული თარგმნა და თარგმანების ნოტარიული დამოწმება. გავრცელებული აზრის შესაბამისად, იურიდიული  თარგმანი თითქოს ნიშნავს, ნათარგმნი დოკუმენტის ნოტარიუსის მიერ დამოწმებას. ფაქტიურად კი ნოტარიუსი, რომელიც არ ფლობს უცხო ენებს საჭირო დონეზე, ამოწმებს იმ მთარგმნელის ხელმოწერის სინამდვილეს, რომელმაც შეასრულა დოკუმენტის თარგმანი.  სანოტარო თარგმანი შეიძლება იყოს ნებისმიერი ტექსტი – იურიდიული ან ტექნიკური თარგმანი – აგრეთვე ნებისმიერი ენიდან ნებისმიერ ენაზე – ინგლისურიდან ქართულზე, გერმანულიდან უკრაინულზე და ა.შ.

როდის არის თარგმანის ნოტარიული დამოწმება საჭირო? – ნოტარიულ დამოწმება ძირითადად მოითხოვება სატენდეროდ წარსადგენ დოკუმენტაციაზე ან საზღვარგარეთ წარსადგენ საბუთებზე.

იურიდიული თარგმანი ეხება სამართალმცოდნეობის სფეროს. რადგან სამართალმცოდნეობა წარმოადგენს დარგს, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის პოლიტიკურ-სოციალურ და კულტურულ თავისებურებებთან, იურიდიული თარგმანის შესრულება აუცილებელია ამ სპეციფიკის გათვალისწინებით და სამიზნე ტექსტის შესაბამისის სტილით ადაპტირება. ადეკვატური ინფორმაციის გადმოსაცემად იურიდიული ტექსტის თარგმანი უნდა იყოს შესრულებული განსაკუთრებული სიზუსტით და უნდა იყოს შედგენილი ნათლად და სწორად.

ჩვენ გთავაზობთ შემდეგი დოკუმენტაციის იურიდიულ თარგმნას:

  • ხელშეკრულების თარგმნა
  • წესდების და სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტაციის თარგმნა
  • ოქმების, განჩინებების, გადაწყვეტილებების თარგმნა
  • საგადასახადო, საბაჟო, სამოქალაქო და სხვა სახის კოდექსების თარგმნა
  • ექსპერტიზის დასკვნების თარგმნა

გადაწყვიტეთ ისარგებლოთ ჩვენი სერვისით – იურიდიული თარგმნა?

იურიდიული თარგმანის ფასების შესახებ ზუსტი ინფრმაციის მისაღებად და ასევე ვადების განსაზღვრისთვის, გთხოვთ სათარგმნი დოკუმენტაცია გამოგზავნოთ ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე: contact@translateservice.ge და დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 568005577

თქვენ, ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენი მომსახურების ოფისს, მისამართი იხილეთ საკონტაქტო ინფორმაციის გვერდზე.

იურიდიული თარგმნა