სინქრონული თარგმნა

სინქრონული თარგმნა

ჩვენ გთავაზობთ   სინქრონულ მთარგმნელობით  მომსახურებას კონფერენციებზე, შეხვედრებზე და სხვა ღონისძიებებზე.

სინქრონული თარგმნა – ეს არის საკმაოდ მძიმე და დაძაბული სამუშაო. კლიენტმა, რომელიც დაინტერესებულია  თარგმნის მაღალი ხარისხის მომსახურებით, შეძლებისდაგვარად უნდა მოახერხოს დაგეგმილ ღონისძიებაზე  განსახილველი საკითხების ტექსტის ელექტრონული ფორმით მიწოდება თარჯიმნებისათვის. სასურველია მოგვაწოდოთ სპეციალური ტერმინების  გლოსარიუმი, ასევე აბრევიატურების განმარტებები ორივე ენაზე – რაც მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს სამუშაოს თარჯიმანს და თარგმანის სიზუსტეც უფრო მეტად  იქნება დაცული. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ტექნიკური ხასიათის მქონე მოლაპარაკებებისას, სადაც როგორც წესი გამოიყენება ისეთი ტერმინები, რომელიც დამახასიათებელია მხოლოდ ამ გარკვეული სფეროსათვის.

სინქრონული თარგმნის მომსახურების ფასი დამოკიდებულია  სასაუბრო თემატიკაზე, მის სირთულეზე და  ხანგრძლივობაზე.

იმისათვის რომ გაიგოთ თქვენთვის საჭირო მომსახურების ზუსტი ფასი, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი ოფიციალური, წერილობით მოთხოვნა თარიღის, ადგილის და დაგეგმილი ღონისძიების ხანგრძლივობის მითითებით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: contact@translateservice.ge

ჩვენი ოპერატორი მეილის მეშვეობით დაგიკავშირდებათ უახლოეს დროში.