თანმიმდევრული თარგმანი

თანმიმდევრული თარგმანი

თანმიმდევრული თარგმანი გამოიყენება იურიდიულ პროცესებზე, საქმიან შეხვედრებზე და სხვადასხვა საკონფერენციო ღონისძიებებზე, როდესაც მასში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები და მონაწილეებს უჭირთ ენობრივი ბარიერის გადალახვა. თანმიმდევრული მთარგმნელი თარგმნის მონაწილეთა მიერ წარმოთქმულ წინადადებებს, აღნიშნული წინადადების გამოთქმიდან, დაუყოვნებლივ. მაღალი კვალიფიკაციის თანმიმდევრულ მთარგმნელს შეუძლია თარგმანის უზრუნველყოფა ორივე მიმართულებით, მოსაუბრის მსგავსი ინტონაციითა და აქცენტირებით, ყოველგვარი შელამაზების გარეშე.

ჩვენ გთავაზობთ მაღალის სიზუსტის მთარგმნელობით მომსახურებას, რომელიც გაძლევთ გასაგები, წარმატებული კომუნიკაციის გარანტიას. ჩვენი თარჯიმნები კვალიფიციურ მომსახურებას გაგიწევენ საქმიან შეხვედრებზე, საკონფერენციო ზარების შემთხვევაში, კრებებზე, გამოფენებზე, აგრეთვე, სამედიცინო გამოკვლევებისას, საზოგადოებრივ შეხვედრებსა და ტურისტულ ტურებში. თანამედროვე მსოფლიოში, კომუნიკაცია წარმატების გასაღებს წარმოადგენს.

თანმიმდევრული თარგმნის მომსახურების ფასი დამოკიდებულია  სასაუბრო თემატიკაზე, მის სირთულეზე და  ხანგრძლივობაზე.

იმისათვის რომ გაიგოთ თქვენთვის საჭირო მომსახურების ზუსტი ფასი, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი ოფიციალური, წერილობით მოთხოვნა თარიღის, ადგილის და დაგეგმილი ღონისძიების ხანგრძლივობის მითითებით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: contact@translateservice.ge

ჩვენი ოპერატორი მეილის მეშვეობით დაგიკავშირდებათ უახლოეს დროში.