ტექნიკური თარგმანი

ტექნიკური თარგმანი არის ტექნიკური ტექსტების, დოკუმენტაციის და მსგავსი შინაარსის მასალების თარგმნა – მეცნიერულ-ტექნიკური მიმართულების თარგმანი. ტექნიკური ტექსტების მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს ტექნიკური დოკუმენტაცია ან მეცნიერული სტატიები ტექნიკურ საკითხებზე, ან რომელიმე ტექნიკური მოწყობილების ინსტრუქცია.

მეცნიერულ-ტექნიკური თარგმნა, ისევე როგორც ტექნიკური დოკუმენტაციის თარგმანი სწორად უნდა გადმოსცემდეს ტექნიკური დოკუმენტაციის ორიგინალის შინაარს, სადაც გამოყენებული იქნება შესაბამისი ტექნიკური ტერმინოლოგია.

ჩვენ  ვასრულებთ ტექნიკური და მეცნიერულ-ტექნიკური მასალების პროფესიონალურ თარგმანს მსოფლიოს ნებისმიერ ენაზე. ჩვენი კომპანია ფლობს ყოველგვარ საშუალებას, და პირველ რიგში საკადრო რესურსებს, რაც საჭიროა ნებისმიერი სირთულის ტექნიკური თარგმანის შესასრულებლად.

ტექნიკური და მეცნიერულ-ტექნიკური მასალის თარგმნას ჩვენ ვანდობთ მხოლოდ მაღალკვალიფიციურ მთარგმნელებს, რომლებიც ერკვევიან ტექნიკური თარგმანის თემატიკაში და გააჩნიათ ტექნიკური განათლება, რადგან მთარგმნელი, რომელიც თარგმნის ძირითადად ტექნიკურ ტექსტებს უნდა ფლობდეს ამ დარგის ტერმინოლოგიას.

ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა თემატიკის ტექნიკური ტექსტების თარგმნას:

  • საინფორმაციო ტექნოლოგიური
  • მანქანათმშენებლობა, მექანიკა
  • მეტალურგია
  • მშენებლობა
  • ავიაცია
  • ენერგეტიკა
  • ნავთობი, გეოლოგია
  • ელექტრონიკა, ფიზიკა და ბევრი სხვა.