ვებ-გვერდის პროფესიონალური თარგმნა

ვებ-გვერდის პროფესიონალური თარგმნა – წარმოადგენს თარგმნის განსაკუთრებულ სახეობას, რომლის შესრულებაშიც მონაწილეობენ პროფესიონალი მთარგმნელი და ვებ-დიზაინერი.

ვებ-გვერდი, ბევრი კომპანიისათვის წარმოადგენს სავიზიტო ბარათს, რომლის მეშვეობით ისინი იზიდავენ კლიენტებსა და პარტნიორებს. უხარისხოდ შესრულებული ვებ-გვერდის თარგმანი ართუ არ მოიზიდავს, არამედ შეიძლება ჩამოაცილოს კიდეც კომპანიას პოტენციური კლიენტი.

აქედან გამომდინარე, მოთხოვნები ამ მიმართულების მთარგმნელების მიმართ საკმაოდ მკაცრია:

ვებ-გვერდის თარგმნა უნდა შესრულდეს პროფესიონალი მთარგმნელის მიერ (რადგან ვებ-გვერდი, პირველ რიგში განკუთვნილია უცხოელი მნახველებისთვის).

ვებ-გვერდის თარგმანი, შესრულებული აუცილებელი სტანდარტების გაუთვალისწინებლად, შეიძლება აღმოჩნდეს არამხოლოდ უსარგებლო, არამედ მავნებელი კომპანიისთვის (სიტყვა-სიტყვით ნათარგმნმა ტექსტმა, რომელიც შესრულებულია იმ ხალხის მენტალიტეტის გათვალისწინების გარეშე, რომელ ენაზეც იგი ითარგმნა, შესაძლოა იმოქმედოს როგორც ანტირეკლამამ და არაადეკვატურად იქნას აღქმული სამიზნე აუდიტორიის მიერ).

ამის გარდა, ვებ-გვერდი წარმოადგენს არამარტო ტექსტს, არამედ გრაფიკული ობიექტების კომპლექსს, რომლებიც შეიცავენ ღილაკებს, ბანერებს, ლოგოტიპებს, ნახატებს, რომელთა თარგმნი, ასევე უნდა ემორჩილებოდეს ვებ-დამუშავების სპეციფიკურ წესებს, ამისათვის აუცილებელია დამკვეთის მიერ საკონტაქტო პირის (ან უშუალოდ ვებ-დიზაინერის) დანიშვნა მთარგმნელთან კომუნიკაციისთვის და ურთიერთთანამშრომლობისთვის.

ჩვენ ვახორციელებთ ვებ-გვერდის პროფესიონალურ თარგმანს, ასევე გთავაზობთ მთარგმნელობით მომსახურებას (სარეკლამო სტატიების, პრეს-რელიზების, ახალი ამბების და ა.შ. თარგმნა) ნებისმიერი უცხო ენიდან ქართულ ენაზე ან პირიქით.
ჩვენს კომპანიას გააჩნია ყველა რესურსი – პირველ რიგში შესაფერისი კადრები – რაც საჭიროა ვებ-გვერდის პროფესიონალური თარგმანისთვის და აუცილებელი კომპლექსური სამუშაოს შესასრულებლად, როგორიცაა ფოტო და სხვა გრაფიკული გამოსახულებების ტექსტური დამუშავება და თარგმნა.
თუ  გსურთ, რომ გქონოდეთ უპირატესობა აღნიშნულ საქმეში, გამოიყენეთ ჩვენი მთარგმნელობითი კომპანიის მომსახურება, რათა წინ წაწიოთ თქვენი საქონელი და მომსახურება ინტერნეტ-ბაზარზე არამარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც.

გადაწყვიტეთ ისარგებლოთ ჩვენი სერვისით – ვებ-გვერდის თარგმნა?

მომსახურების ზუსტი ღირებულების და ვადების დასადგენად, გთხოვთ პირველ რიგში, ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე: contact@translateservice.ge გადმოგზავნოთ სათარგმნი ტექსტები Word ფორმატში და დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 568005577

თქვენ, ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენი მომსახურების ოფისს, მისამართი იხილეთ საკონტაქტო ინფორმაციის გვერდზე.

ვებ-გვერდის პროფესიონალური თარგმნა