წიგნის თარგმნა

წიგნის თარგმნა – ეს არის ხელოვნება, რადგან მთარგმნელი არამარტო სრულყოფილად უნდა ფლობდეს უცხო ენას, არამედ უნდა ჰქონდეს მწერლის ნიჭი და სიტყვის შეგრძნება.

ლიტერატურული ტექსტის მთარგმნელი – უნდა გრძნობდეს თითოეულ სიტყვას, უნდა განიხილავდეს მის ყველა მნიშვნელობას და აკავშირებდეს შინაარსის მიხედვით სხვა სიტყვებთან. ნებისმიერი მთარგმნელობითი ბიურო ვერ შემოგთავაზებთ მხატვრული ტექსტის ხარისხიან თარგმანს.

მხატვრული ტექსტის მთარგმნელი – ფაქტიურად იძულებულია ხელახლა შექმნას ტექსტი ორიგინალური ენის კულტურული განსხვავებებისა და იმ ხალხის ტრადიციების თავისებურებების გათვალისწინებით, რომელსაც შეეხება თარგმანის ტექსტი.

ბიზნეს სტილში შესრულებული თარგმანი ვერასოდეს ვერ ასახავს ტექსტის მთელ სიღრმეს, ამიტომ ლიტერატურული ტექსტის მთარგმნელმა უნდა იცოდეს არამარტო უცხო ენა და უნდა ჰქონდეს არამხოლოდ სიტყვათა უზარმაზარი მარაგი, არამედ უნდა გააჩნდეს მრავალმხრივი ცხოვრებისეული გამოცდილება, მდიდარი ფანტაზია, რათა შექმნას ტექსტის ლიტერატურული სტილი.

საკმაოდ ხშირად მხატვრული ტექსტების მთარგმნელი აღმოჩნდება შემდეგი პრობლემის წინაშე: მხატვრული ლიტერატურის თარგმანის რომელი სტილი აარჩიოს – თავისუფალი თუ სიტყვა-სიტყვითი? ამიტომ ძალიან ხშირად ერთ და იმავე უცხოურ ტექსტს აქვს თარგმანის რამდენიმე ვერსია.

ჩვენი მთარგმნელობითი კომპანია ახორციელებს მხატვრული ტექსტების, მასალების პროფესიონალურ თარგმნას ევროპული და აღმოსავლური ენებიდან. ჩვენი კომპანია ფლობს ყველა საშუალებას, და პირველ რიგში საკადრო რესურსებს, რაც არის ნებისმიერი სირთულის მხატვრული და ლიტერატურული თარგმანის შესრულების აუცილებელი პირობა. მხატვრული თარგმანების შესასრულებლად ჩვენ ვიწვევთ მაღალკვალიფიციურ მთარგმნელებს, ფილოლოგებს, ლინგვისტებს. თარგმანის შესასრულებლად ჩვენ ასევე ხშირად ვიწვევთ ისეთ სპეციალისტებს რომლებისთვისაც ეს ენა წარმოადგენს მშობლიურ ენას.

ჩვენი მთარგმნელობითი კომპანია  გთავაზობთ მხატვრულ და ლიტერატურულ თარგმნას შემდეგი მიმართულებებით:

  • მოთხრობების, რომანების მხატვრული თარგმნა,
  • ნარკვევების, პუბლიცისტიკის, კრიტიკული და ლიტერატურათმცოდნეობითი სტატიების თარგმნა,
  • სარეკლამო და ისეთი მასალების მხატვრული თარგმნა, რომლებიც საჭიროებენ კრეატიულ, მხატვრულ მიდგომას,
  • მეცნიერულ-პოპულარული წიგნებისა და ბროშურების მხატვრული თარგმნა,
  • საგაზეთო და ჟურნალების მასალების თარგმნა,
  • მწერალთა, ცნობილი პოლიტიკოსთა, ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეთა მემუარების, წიგნის თარგმნა.